ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სენატორები დონალდ ტრამპს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ

aმერიკელი სენატორებ დონალდ ტრამპს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ერთობლივი განცხადება აიდაჰოს შტატის სენატორმა, ჯეიმს რიშმა და ნიუ ჯერსის სენატორმა, რობერტ მენენდესმა გაავრცელეს.

ამასთან, სენატორები რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ.

„ჩვენ მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ რუსეთის მიერ საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საკითხი, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, საჭიროა თუ არა, რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციების დაწესება“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

სენატორები აღნიშნავენ, რომ ნავალნის წინააღმდეგ გამოყენებული„ნოვიჩოკი“ ასევე ფიგურირებდა ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეშიც.

ცნობისათვის, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.

ნავალნი  22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.

 

 

იტვირთბა....