არაღიარებულ მთიან ყარაბაღში მიდინარე საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის მხარემ სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბატალიონმა დახმარებისთვის სარდლობას მიმართა.
“სომხეთის არმიის მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის მე-7 სამთო მსროლელი პოლკის მეორე ბატალიონმა ჩვენს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. ჩვენმა ნაწილებმა დასახმარებლად მიმავალი სარეზევრო ძალები აღმოაჩინეს და გაანადგურეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.