ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სოციალურ ქსელში მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დასრულებას ეხმიანება და ვიდეოსაც აქვეყნებს.
ვიდეოში ასახულია პარლამენტის ერთ-ერთი პლენარული სხდომა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხებოდა.
“დღეს ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაა. ამ ვიდეოში ჩემი ერთ-ერთი დიდი იმედგაცრუების მომენტია აღბეჭდილი-საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხებოდა. სტვენაღა მაკლდა პარლამენტში. ხდება ასეც. ეს სტვენა გულწრფელი სპონტანური რეაქცია იყო. საბოლოოდ, ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, მაინც მივიღეთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, რომელიც უნდა გახდეს ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების საფუძველი,”- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს გაიმართება.
https://www.facebook.com/roman.gotsiridze/videos/2954214664824723