ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ვინ არის კორონავირუსისგან გარდაცვლილი 37-ე პაციენტი

კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის მამაკაცია და ის ქუთაისში მკურნალობდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე, აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია.

„37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა, იყო 69 წლის მამაკაცი, რომელსაც მძიმე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. აღენიშნებოდა სასუნთქი სისტემის დაავადებების ფონზე მოციმციმე არითმია. პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა“, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კოორნავირუსით ამ დრომდე 37 პაციენტია გარდაცვლილი. ამასთან, ბოლო 24 საათშისაქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.

იტვირთბა....