ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის დუმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთის დუმამ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დადგენილება. მითებული დადგენილებით, რუსი დეპუტატები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, ცეცხლი შეწყვიტონ და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.

ამასთან, დეპუტატები მზადყოფნას გამოთქვამენ, ვითარების დასარეგულირებლად, შუამავლის როლი შეასრულონ.

„სახელმწიფო დუმა აცხადებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, რეგიონში ესკალაციის დაუშვებლობის და ვითარების დარეგულირების მშვიდობიანი უალტერნატივობის შესახებ. სახელმწიფო დუმის დეპუტატები მხარეებს მოუწოდებენ, სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა პროცესს და მზად არიან, შეასრულონ შუამავლის როლი სიტუაციის დასტაბილურების საკითხში“ , – ნათქვამია გნაცხადებაში.

დეპუტატები თავის განცხადებაში გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას „ვითარების მკვეთრად გამწვავების გამო მთიანი ყარაბაღის ზონაში, რამაც მრავალრიცხოვანი ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია“ .

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.

 

იტვირთბა....