რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვაიჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით საავამყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, 10 დეპუტატი წინა კვირას გადაიყვანეს კლინიკებში. ვოლოდინის ინფორმაციით, 60 დეპუტატი უკვე გამოჯანმრთელდა.
“კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები და შეასრულოთ ყველა რეკომენდაცია” – მიმართა ვოლოდინმა კოლეგებს.
23 სექტემბერს, 67 წლის ვახა აგაევი, რომელიც 2 მოწვევის დუმის დეპუტატი იყო, კორონავირუსით გარდაიცვალა.