ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.

გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 33-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იტვირთბა....