ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აზერბაიჯანი სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო დანადგარებით დაბომბვაში ადანაშაულებს.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რაიონებში, მათ შორის ტერტერის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა, ასევე სერიოზულად დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მუროვდაგის სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს.

იტვირთბა....