წელს მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე, გამოცხადებულ 10 440 აპლიკანტიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2 734-მა გადალახა. საგნობრივ გამოცდაში 7 706 ანუ დაახლოებით 74% ჩაიჭრა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ამტკიცებენ, რომ გამოცდის ეს შედეგები სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტს არ შექმნის.
მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის ახალი სქემით, სტატუსი “პრაქტიკოსი” აღარ იარსებებს. ახალი სასწავლო წლიდან მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი “უფროსი” , შედარებით მაღალი სტატუსი კი, “მენტორი” პედაგოგი იქნება.