პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც თაკო ჩარკვიანმა “დღის კურიერში” განაცხადა, ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით ძალების აღდგენის პროცესშია.
პოლიტიკოსის თქმით, ეს არ არის საშიში ვირუსი იმ შემთხვევაში, თუ გააცნობიერებ, რომ საშიში ვირუსია. ჩარკვიანი მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს და აცხადებს, რომ თვითიზოლაციის დასრულებისთანავე, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.