“მედიის მხარდაჭერა აუცილებელია. გუშინ მედიასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ ძალიან ბევრი რამეა მედიაზე დამოკიდებული, რომ პანიკა არ შეიქმნას. რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოარაც ხდება, მაგრამ ეს არ არის შემთხვევათა დრამატული ზრდა, რომ პანიკა შევქმნათ ქვეყანაში. შემთხვევათა ეს ზრდა კონტროლირებადი და მართვადია.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.