საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გარდაიცვალა. ორი პაციენტი აჭარაში, ერთ კი თბილისში მკურნალობდა. ამის შესახე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძიემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდათ, ამიტომ ვირუსმა მათი მდგომარეობა დაამძიმა.
„გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ორი აჭარაში 65 წლის და 70 წლის მამაკაცები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები, ერთს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მეორეს ინსულტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. თბილისში გარდაიცვალა ერთი ქალბატონი 57 წლის, რომელსაც ჰქონდა ასევე თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი“, – განაცხადა ენდელაძე.
ამ დროისთვს საქართველოში კორონავირუსით 31 ადამიანია გარდაცვლილი. რაც შეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანად კი ქვეყანაში კოორნავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული.