ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი მის თანაპარტიელ ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება. იგი გმობს ძალადობას, რომელიც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე გლდანში განხორციელდა. ამის შესახებ მან “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.

“ვგმობ ნიკა მელიაზე თავდასხმას, რომელიც დღეს განხორციელდა გლდანში. ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი, რომელსაც დარჩა მხოლოდ ერთი არგუმენტი – ძალადობა და დაშინება. არავის მათი არ ეშინია და მალე მათ გაეცემათ პასუხი 31 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ნათლად ეტყვის დაშინებით, ძალადობით, ქართველი ხალხის მუხლებზე დაყენება არის შეუძლებელი! საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისათვის, გლდანულაში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს გლდანში, ნიკა მელიას თავს დაესხნენ.

იტვირთბა....