“არა, არ გადავდგები, რატომ უნდა გადავდგე” – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძე ჟურნალისტის შეკითხვას, გადადგება თუ არა, თუკი ამას “ქართული ოცნების” თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სთხოვს. ამის შესახებ მან Palitranews-ის ეთერში ილაპარაკა.
კალაძის თქმით, ის კარგად იაზრებს, რა თანამდებობაზე იმყოფება და მისთვის თბილისის მერობა არა პრივილეგიებთან, არამედ ხალხის მსახურებასთან არის დაკავშირებული.
“მე თუ ჩავთვლი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, რაც სჭირდება თბილისს და თბილისელებს, მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და კარგად მაქვს გააზრებული რა თანამდებობაზე ვიმყოფები.
შეიძლება ბევრისთვის ეს კონკრეტული მერის თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ემსახურო ხალხს” – ამბობს კალაძე.