ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნაძალადევში ირანის მოქალაქე დანით დაჭრეს

ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე ირანელი მოქალაქე დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით 35 წლის მამაკაცს დანით ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანელი მამაკაცი დადიანის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. მისი დაჭრა კი ადგილობრივებთან სიტყვიერი კონფლიქტის შედეგად მოხდა.

ირანის მოქლაქეს სასწრაფოს ექიმებმა დახმარება ადგილზე უკვე აღმოუჩინეს და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....