მედია მთავარი პოლიტიკა

ელისო ჩაფიძე: “რუსთავი 2-ს საფრთხე სააკაშვილისგან ემუქრება”

თორნიკე შარაშენიძე: “ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება”

სასამართლო გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით „მეტრონომი“ პარლამენტის უმრავლესობის წევრს, ელისო ჩაფიძეს ესაუბრა.

“სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებისას თავს შევიკავებ, უბრალოდ ორივე მხარეს შემიძლია მივმართო, რომ საქართველოში ნამდვილად შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად სწორი იყო ესა თუ  ის გადაწყვეტილება. მედიის თავისუფლების კუთხით არ უნდა შეიქმნას პრობლემები, ჟურნალისტებს გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეეზღუდოთ“.

„ვფიქრობ, ყველაზე დიდი საფრთხე “რუსთავი 2 „-ს ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრისა და სააკაშვილისგან ემუქრება. ისინი ცდილობენ „რუსთავი 2“  პროვოკაციის მოსაწყობად გამოიყენონ. თუმცა ნებისმიერი მათი მცდელობა აღკვეთილი იქნება.“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი.

კომენტარი ვთხოვეთ ასევე პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს.

„რაც მოსალოდნელი იყო ის გააკეთეს. მე ველოდი, რომ სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა“.

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშის მოსვლის შემდეგ ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება. ბიზნესმენი ღიად აცხადებს უკმაყოფილებას “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პოლიტიკაზე. პოლიტოლოგი აქვე დასძენს, რომ ტელევიზიაში ხალვაშის მოსვლაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ის “რუსთავი 2”- ის ხელში ჩაგდებას ჯერ ვერ შეძლებს, როგორც ვიცით  სასამართლოს მიერ აღსრულება შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ  ქიბარ ხალვაში მოთხოვნა წილების დაბრუნებაზე დააკმაყოფილა.

იტვირთბა....