ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა კვლავ აჭარას უკავშირდება” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირერებულთა 66% აჭარის რეგიონს უკავშირდება.

როგოროც ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველო ვირუსით ინფიცირების თვალსაზრისით ჯერ „მწვანე ზონაშია“.

„განაწილების მხრივ 66% აჭარაშია, 193 ახალი პაციენტია აჭარაში გამოვლენილი, შემდგომ მოდის თბილისი -15%, 43 პაციენტს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გურიაში გახლავთ 16 ახალი პაციენტი, იმერეთში -14, სამეგრელო ზემო – სვანეთში 11 ახალი პაციენტი, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში 5-5 დადასტურებული შემთხვევა, შიდა ქართლში 4 ახალი პაციენტი, კახეთში – 2, მცხეთა მთიანეთში -1“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5254-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....