ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა”- სომხეთის პრემიერი

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

“მტერმა არცახის რეგიონზე იერიში მიიტანა. თავდაცვის არმია თავდასხმას წარმატებით უმკლავდება. მოგიწოდებთ, ენდოთ ინფორმაციიის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს”. – წერს ფაშინიანი.

ცნობისთვის, არცახი  ისტორიული პროვინციაა, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. 

აღნიშნულ ფაქტს აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც კონფლიკტის გაღვიძებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს დააკისრა.

იტვირთბა....