ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

38 წლის ქალი ბოტოკსის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა

თურქეთში, ქალაქ სტამბულში, ერთ-ერთ სილამაზის სალონში გაკეთებულმა ბოტოქსმა 38 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედიასაშუალებები ავრცელებს.

როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, ბოტოქსის გაკეთების შემდეგ მისი შვილი სახლლში სალონის თანმშრომელმა მოიყვანა. მისივე თქით, როცა შვილის მდგომარეობის შესახებ იკითხა, სალონის თანამშრომელმა უთხრა, რომ წნევის დავარდნის ბრალი იყო ქალის ცუდად ყოფნის მიზეზი.

ასევე, გარდაცვლილის მამის განცხადებით, ერთი დღის შემდეგ შვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 38 წლის ქალის მშობლებმა კლინიკას უჩივლეს. არსებული ინფორმაციით კი ხუთი ბრალდებული პირიდან ორ პირი დაპატიმრებულია, სამს კი პოლიცია ამდრომდე ეძებს.

,კარი რომ გავაღე ჩემს წინ კუბრა და კლინიკის თანამშრომელი იდგნენ. ჩემი შვილი ძალიან ცუდად იყო. სახლში რომ შემოვიყვანეთ იძახდა ,,მამა, დედა ცუდად ვარ, მიშველეთ”, დღეს ჩემი შვილი, ხვალ შეიძლება ნებისმიერის შვილი მოიწამლოს. ამ ქვეყანაში უნდა აიკრძალოს ასეთი კლინიკები, ისინი ჩვენს ბავშვებს ხოცავენ“, – განაცხადა კუბრას მამამ ექრემ სოლმაზ გულმა.

იტვირთბა....