სან სებასტიანის კინოფესტივალზე მსახიობმა, ია სუხიტაშვილმა საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც სუხიტაშვილი წერს, ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დეა კულუმბეგაშვილი დასახელდა, საუკეთესო ფილმად კი „დასაწყისი“.
„საუკეთესო სცენარი,საუკეთესო რეჟისორი ,საუკეთესო მსახიობი ქალი (მე) რეკორდი მოვხსენით, სან სებასტიანის კინო ფესტივალი, ვაიმეეე არ მჯრააააა ,დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხააარ ეხლა უცებ საუკეთესო ფილმი კიდევ ჯილდო, ვაიმეეე, ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო გილოცავ“,- წერს ია სუხიტაშვილი.