ბოჭორიშვილის კლინიკის დაცვის ორ თანამშრომელს კორონავირუსი 4 დღის წინ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაცვის სამსახურის ინფიცირებული თანამშრომლები კლინიკაში მკურნალობენ. ინფიცირებულების კონტაქტები შესწავლილია და მათგან ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კი კარანტინშ.
„პრაიმტაიმმა“ ამ ინფორმაციის გადამოწმება ბოჭორიშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთან სცადა.
„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. მეგობრულად რომ გითხრათ, ქვეყანაში როცა 300-მდე შემთხვევა ფიქსირდება და სამსახურში, სადაც 850 ადამიანი მუშაობს, ერთი-ორი ადამიანი თუ დაინფიცირდა, მედია ამ შემთხვევებს არ უნდა გამოეკიდოს. თქვენი ინფორმაცია იმას დაადასტურებინეთ, ვინც გითხრათ.“ – აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა,. ვირუსით დაიღუპა 28 პაციენყი.