თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, 40 % კი მის საკუთრებაში არსებულ შპს “პანორამას” დაუბრუნა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა საავტორო უფლებების ნაწილში.
წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ “რუსთავი 2”-ის ყველა ადვოკატმა, ერთის გარდა, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა, რაც სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა.