ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მირჩევნია სწრაფად გავიგო დავმარცხდი თუ გავიმარჯვე” – დონალდ ტრამპი

“ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გახდეს ცნობილი”, – აღნიშნული განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ტრამპი აცხადებს, საარჩევნო ბიულეტენის მოსვლის ლოდინს, ურჩევნია, სწრაფად გაიგოს 3 ნოემბრის არჩევნებში დამარცხდა თუ გაიმარჯვა.

“მიყვარს ტელევიზორის ყურება და „გამარჯვებული არის…“ მოსმენა, მაგრამ ამ დომხალის გამო, ეს შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ მოისმინოთ. ნაკლებად სავარაუდოა, გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების ღამით გაიგოთ, შესაძლოა ამას თვეები დასჭირდეს” – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის მიზნით რამდენიმე შტატის სასამართლოში სარჩელები შეიტანა.

იტვირთბა....