ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “გეყოთ ხალხის დაშინება ბუა მოდის და მგელი მოდისო“ – მიხეილ სააკშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ზუსტი გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა შემცირდეს კორონავირუსის გავრცელება ისე, რომ ეკონომიკა არ დაზარალდეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მიხეილ სააკშვილი აღნიშნული ვიდეოთი საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში ისევ სწრაფი წინსვლა დაიწყება.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე არა სააკაშვილი, არამედ, საქართველოს სწრაფი განვითარებაა.

„როგორია ახლა ტაქტიკა არსებული ოლიგარქული წყობის. დაცვის პირველ ხაზად ისინი ოპოზიციური ჯგუფების რაღაც ნაწილს იყენებენ, რომელთაც აქტიურად მისცეს სააკაშვილის ლანძღვის დავალება, ზოგიერთი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს, იმიტომ რომ ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა ჩემი პრიოვნება კი არა, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება და წინსვლა და ეს არის ის, რაც დაკავშირებულია ჩემთან. ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა რაღაც სისხლისსამართლებრივი დევნა, რევანში, რომლის წინააღმდეგიც მე პირადად კატეგირიულად ვარ და ეს არ განხორციელდება”. – აცხადებს ვიდეომიმართვაში ექსპრეზიდენტი.

იხ.ვიდეო:

იტვირთბა....