“არაფერი ახალის შექმნა არ შეუძლია გახარიას და დამსხრეული ოცნების პარტიას”, – ეს განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გააკეთა.
აღნიშნული განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას გააკეთა.
“გახარიას გამოსვლის შეფასება ჩემთვის ძალიან მარტივია. ჩვენი საერთო კონსესუსი და შეთანხმება უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება. არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც დამსხვრეული იცნებების პარტიას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა აღმშენებლობისკენ არის სიახლე, ცვლილებები, ახალი პროექტები და რეფორმები, გაადამიანურებული პოლიტიკა და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც უამრავ ტკივილს, რაც ხალხს აწუხებს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს. დანარჩენი ყველაფერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებია, რომლის დროც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში”, – განცხადება გიორგი ვაშაძემ.