ბათუმის სამშობიარო სახლში მოთავსებულ სამ ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის ექიმმა, ნუგზარ პაპავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა კლინიკაში მოავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 15 ფეხმძიმედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.
“სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი პასუხი აქვს. საერთო ჯამში ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული, აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, – განაცხადა ნუგზარ პაპავა.