გურიაში 46 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე. აღნიშნული დანაშაული კი 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.