ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტიდან, 17 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა” – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განმარტებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტიდან, 17 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უმეტესობა სტაციონარშია მოთავსებული.

„გამოჯანმრთელებული გვყავს 60 პაციენტი და 1819 გახდა. პაციენტების უმეტესობა სტაციონარშია, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაში თვითიზოლაციაში, რომლებიც იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ”, – განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში გამოჯამრთელებულთა რიცხვმა 1819-ს მიაღწია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 781 -ს შეადგენს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....