კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარის რეგიონს უკავშირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ენდელაძემ მედიას განუცხადა, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტი მკურნალობს.
„დაგვემატა 296 ახალი შემთხვევა და გახდა 4960 დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა“, – განცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში გამოჯამრთელებულთა რიცხვმა 1819-ს მიაღწია.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 781 -ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე