რუსული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ჩეჩნეთის ლიდერზე, რამზან კადიროვზე თავდასხმა აღკვეთეს. ამის შესახებ ტელეკომპანია “გროზნი” იტყობინება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალგაზრდების ჯგუფი დააკავეს, რომლებიც ჩეჩნეთის ქალაქ არგუნში, ერთ-ერთ მეჩეთის საქვაბეში იკრიბებოდნენ და კადიროვის წინააღმდეგ ტერაქტს ამზადებდნენ. დაკავებულებს და მათ ნათესავებს თავად კადიროვი შეხვდა.