თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, დავით ფურცხვანიძის ინტერესებს ადვოკატი, გიგა სვანაძე აღარ დაიცავს.
არსებული ინფორმაციით, ფურცხვანიძეს ხვალიდან ახალი ადვოკატი ეყოლება.
“დაკავებული ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა. საქმეში არაფერია დაფარული და მგონია, რომ ფურცხვანიძეს კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია”, – ამბობს ფურხვანიძის ყოფილი ადვოკატი.