მსოფლიო

სტამბოლში ორი ჟურნალისტი დააკავეს

სტამბოლში ორი ჟურნალისტი დააკავეს. როგორც სააგენტო “როიტერი” იტყობინება, სტამბოლის პოლიციამ ჟურნალ “ნოკტას” მთავარი რედაქტორი ჯევჰერი გიუვენი და ახალი ამბების განყოფილების რედაქტორი მურატ ჩაპანი დააკავა. სამართლდამცველებმა ასევე, “ნოკტას” ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს.
როგორც ცნობილია, გამოცემა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავების მიზეზი ჟურნალის ბოლო ნომრის ყდაზე, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განთავსებული სურათი გახდა წარწერით:

“ორშაბათი, 2 ნოემბერი: თურქეთში სამოქალაქო ომის დაწყების დღე”.

იტვირთბა....