ახალი ამბები მთავარი სამართალი

“შაქარაშვილი თვალით არ მინახავს და ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი”- ნიკოლოზ რევაზიშვილი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილი აცხადებს, რომ  19 ივნისის საბედისწერო ღამეს ის ადასტურებს, რომ არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მაგრამ მისი იქ ყოფნის ერთადერთი მოტივი იყო,  განმეორებით კონფლიქტი არ მომხდარიყო.  ამის შესახებ ბრალდებულმა “ინტერპრესნიუსისთვის” გაგზავნილ წერილში განაცხადა.

რევაზისვილის თქმით, მას გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავს და არც ე.წ. ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი.

როგორც რევაზისვილი აცხადებს, მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულოება, რაც ბრალეულობას დაადასტურებს.

“მესმის გიორგის დედის, მამის, დის და იმ ადამიანების, ვინც გულწრფელად განიცადა და გულთან ახლოს მიიტანა ეს დიდი ტრაგედია და ვუსამძიმრებ მათ. რაც შეეხება ჩემს სათქმელს, გეტყვით, რომ 19 ივნისის საბედისწერო ღამეს ნამდვილად ვიმყოფებოდი „ტოიოტა ქამრიში“ და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩემი იქ ყოფნა გამოწვეული იყო ერთადერთი მოტივით, არ დამეშვა ბავშვებს შორის განმეორებით კონფლიქტი.

მე გიორგი შაქარაშვილი თვალით არ მინახავს და არც ე.წ. ალყის დარტყმასაც არ ჰქონია ადგილი, არც ხევის ადგილმდებრაობა ვიცი და შესაბამისად, ვერც ვიქნებოდი იმ ადგილას.

ჩემს წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულოება, რაც ჩემს ბრალეულობას დაადასტურებდა. იმიტომ კი არ არსებობს, რომ ვინმემ გაანადგურა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულო ვარ.

უფრო მეტიც, პროკურატურამ წაშალა ჩემი გუგლის ექაუნთიდან იმ ღამის გადაადგილების მარშრუტი, რომლითაც დასტურდება პროკურატურის ვერსიის აბსურდულობა. ჩვენ მიმართული გვაქვს პროკურატურისთვის შუამდგომლობით, რათა გუგლიდან აღდგენილი იქნეს წაშლილი ინფორმაცია. თუმცა პროკურატურა ამ საკითხზე დუმილის უფლებას იყენებს. მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო სიცრუის დეტექტორზე”, -აცხადებს წერილში რევაზიშვილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

იტვირთბა....