ახალი ამბები მთავარი

“ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კარგად გაკეთებული მიქსი და კოლაჟია”

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ე. წ. მოდულის შენობა. შენობასთან შეკრებილ ჟურნალისტებს მან განუცხადა, რომ გამოძიებამ  გამოქვეყნებულ  აუდიოჩანაწერების თაობაზე დაუსვა კითხვები, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს.

“ეს აბსოლუტურად კომიკური სიტუაციაა, რაშიც მე ვიმყოფები და ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას. ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა”, – უთხრა ნიჟარაძემ ჟურნალისტებს და დასძინა გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს. ნიჟარაძე ამტკიცებს,  რომ მას და სააკაშვილს “რუსთავი 2”-ის თაობაზე არ უსაუბრიათ.

„მიმაჩნია, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კარგად გაკეთებული მიქსი და კოლაჟია“, – თქვა ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე ატვირთულ ფარულ ჩანაწერებს – ამ შემთვევაში, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერს.

იტვირთბა....