“ამ დროისთვის ქვეყანაში 3000 აქტიური შემთხვევაა, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”, – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 168 აჭარაში გამოვლინდა.
“რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილებას, აჭარაში კორონავირუსის ახალი, 165 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 27, კახეთში – 6, თბილისში -43, სამეგრელო-ზემოსვანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, ქვემო-ქართლში – 3, ხოლო შიდა-ქართლში – 2″, – განაცხადა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 759-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 26 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –836.