ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარ გაბუნია: ბათუმში შეზღუდვები, სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბათუმში ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, ზეგიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

მისივე თქმით, შეზღუდვები მობილობის შემცირების საშუალებაა.

„შეზღუდვები საშუალებას მოგვცემს, მობილობა შევამციროთ 15-20 პროცენტით, ეს არ არის მძიმე შეზღუდვები და მოგვცემს სტაბილიზაციის ეფექტს. მობილობის შეზღუდვა ეხება და უკავშირდება არა მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, არამედ გართობასა და სოციალურ თავყრილობებს. სწორედ ასეთ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა და ასეთი შეკრებებია ეპიდემიის გავრცელების წყარო.შეზღუდვების ვადა დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, თუმცა, სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, ვინაიდან კორონავირუსს სწორედ ორკვირიანი ციკლი ახასიათებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, აჭარის რეგიონში ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

იტვირთბა....