ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დააკავეს პირი, რომელიც მეუღლეს და შვილს ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ო.კ.-ს და არასრულწლოვან შვილს – 2003 წელს დაბადებულ მ.კ.-ს, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა” – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....