ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მედიის “მოგება” ცხელი შიდა ოპოზიციური დაპირისპირებით განუზომლად ნაკლები იქნება ოპოზიციური დაპირისპირებით უზრუნველყოფილ ეროვნულ მარცხზე” – ბერძენიშვილი

არა შიდაოპოზიციურ ძიძგილაობას! – ამის შესახებ, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბერძენიშვილის “ფეისბუქ” პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“ოპოზიციური პარტიების კანდიდატთა დებატები გარჩევების, ურთიერთბრალდებების, ყველაზე მძაფრად კი ერთ პარტიაში ნამყოფი ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნის არცთუ მთლად კორექტული ფორმებით მიმდინარეობს…

ამიტომ, სანამ ძალიან კონკრეტულ, თემატურ საკითხებზე, პრობლემის არსში შეთანხმებულ საკითხებზე – მართლმსაჯულების სისტემის ნიუანსებზე, განათლების, თვითმმართველობის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და ა.შ. თემებზე კვალიფიციურ დისკუსიამდე მივალთ, არ მგონია სწორი შიდაოპოზიციური “დებატები”.

ხელისუფლება რაკი გაურბის დებატებს, არ უნდა დავზაფროთ ამომრჩეველი, რომ ოპოზიცია ჯამური გამარჯვების შემთხვევაშიც კი ერთმანეთთან არათავსებადად არ ჩათვალონ და გამარჯვების რწმენა არ დაეკარგოთ, არ მოუნდეთ სახლში დარჩენა. მით უმეტეს, რომ ბევრი ფაქტორის გამო( ვირუსის თანამდევი ფაქტორების ჩათვლით), ხელისუფლება მანიპულირების, პროპაგანდის, მოსყიდვის და ძალადობის ფართო არსენალს ფლობს.

არავის არ მივმართავ და არაფრისკენ მოვუწოდებ – არც მედიას და არც ოპოზიციურ პარტიებს. გამოვთქვამ ჩემს პერსონალურ, მოკრძალებულ პოზიციას, რომ თითეულმა ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტმა მეტწილად თავად, მშვიდად გააცნოს მედიით, სოციალური ქსელებით თუ უშუალოდ, საკუთარი ხედვები ამომრჩევლებს.

მთავარი ამოცანა მგონია ოპოზიციური ამომრჩევლის დარწმუნება, რომ სხვადასხვა ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტის დეპუტატები განწირულნი არიან და შეძლებენ კიდეც ბიძინას დამარცხებას და კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბებას.

არა შიდაოპოზიციურ ძიძგილაობას!

არც მოხერხდება ჯერჯერობით კორექტული, კვალიფიციური ” დისკუსია” ნახელისუფლარი თუ სხვა პარტიების წარმიმადგენლებს შორის. მედიის ” მოგება” ცხელი შიდაიპოზიციდაპირისპირებით განუზომლად ნაკლები იქნება ოპოზიციური დაპირისპირებით უზრუნველყოფილ ეროვნულ მარცხზე!!!” – წერს ბერძენიშვილი.

იტვირთბა....