19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ნაწილს შესაძლოა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. საუბარია სამ ბრალდებულზე, რომლებიც “საბურთალოს” მხარეს წარმოაგდენენ.
კონკეტული სამი ბრალდებული, რომელებთანაც საპროცესო შეთანხმება შესაძლოა გაფორმდეს, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე არიან. ისინი მხოლოდ აგარაკზე განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდნენ და მათ არაგვის ხიდთან მომხდარ მკვლელობასთან შეხება არ ჰქონიათ.
რაც შეეხება შაქარაშვილის ოჯახის პოზიციას, გარდაცვლილის ბიძა და საქმის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მათ ბრალდებულ “საბურთალოელების” მისამართით პრეტენზიები არ აქვთ.
“ოჯახს არანაირი პრეტენზია არ აქვს ბრალდებული საბურთალოელების მიმართ და არ ექნება პრობლემა. რამე განაკუთრებული აგრესია საბურთალოელების მიმართ ოჯახს არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ აქვს გარკვეული პოზიცია,”- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დასახელებულ ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, არ გამორიცხავს საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.
ამასთან, 4 სექტემბერს საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
ბრალდებული 6 პირი კი არასრულწლოვანია, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებად გამოიყო.