ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი გამოუვლინდა.
ამ დროისთვის, შოთა არველაძე 14-დღიან თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში ის საქმიანობას ჩამოშორდება.
დეტალები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცნობია.
ცნობისთვის, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ირანულ „შაჰრიხუდრუსთან“ შეხვედრაა, რომელსაც არველაძე გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.