ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი

კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ენდელაძის თქმით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.

მისივე თქმით, პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა, ვინაიდან ტესტის პასუხი უარყოფითი ჰქონდა.

“ჰქონდა ძალიან მძიმე ფონური დაავადებები, კერძოდ, ის იყო ხორხის კიბოს გამო ახალი ნაოპერაციები, თავიდანვე ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ანემია, მარჯვენა ფილტვის ქვედა წილოვანი თრემბოემბოლია, მისი მდგომარეობა კორონავირუსის მხრივ გაუმჯობესდა, იმიტომ რომ უკვე 3 და 4 სექტემებრს უარყოფითი იყო. ორჯერადი დატესტვით, შემდეგ 11 სექტემბერსაც იყო უარყოფითი. მისი მძიმე ფონური დაავადებების გამო, პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა და დილით 8 სააათზე გარდაიცვალა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში 22 სექტემბერს კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი გადრაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტები 67 წლის მამაკაცი და 80 წლის ქალი არიან. ქვეყანაში ვირუსით 24 პაციენტია გარდაცვლილი.

 

 

იტვირთბა....