საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 69-ით გაიზარდა და 1643-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 390 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 640 მოქალაქე.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 შემთხვევა