ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო ნიჟარაძე: კოვიდკლინიკები ვალდებულნი არიან, დაიცვან პირადი უსაფრთხოება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, ყველა გაფრთხილებულია და  ხარვეზებზე რეაგირება მოხდა.

“ნებისმიერი კლინიკა ვალდებულია დაიცვას წესები, რადგან შესაძლოა, მათთან შემსვლელი პირი კოვიდინფიცირებული იყოს, ის იქნება ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური პაციენტი. კოვიდკლინიკებთან მოთხოვნები არის იგივე, პაციენტებთან მიმართებაში იქ შიდა მოძრაობებზე შეზღუდვებია. კოვიდკლინიკები და ცხელების ცენტრები ვალდებული არიან, მაქსიმალურად დაიცვან პირადი უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, მოქალაქეების შესვლა კი პროტოკოლით არის გაწერილი და მინიმუმამდე უნდა იყოს“. – განაცხადა ნიჟარაძემ.

ინფორმაციისთვის, პაციენტების თქმით, კლინიკები წესებს სრულად არ იცავენ.

იტვირთბა....