“ხვალ, 2020 წლის 23 სექტემბერს 14:00 საათზე – ადვოკატები (არა მხოლოდ ადვოკატები) ვიკრიბებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ რამიშვილისა და სრულიად ადვოკატთა პროფესიის მხარდასაჭერად! პარარელურად ამ დროისთვის იგეგმება ჩვენი კოლეგის მოწმის სახით გამოკითხვა.. შევიკრიბოთ ყველა კოლეგა.. მოვუწოდოთ სასამართლოს და პროკურატურას შეწყვიტოს უპრეცედენტოდ უკანონო გადაწყვეტილების მიღება – რაც უხეშად ხელს უშლის საადვოკატო საქმიანობის განხორციელებას!”
ვასილ მამულაშვილი – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი
ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.