მთავარი ციტატა

“დავიწყეთ სინგაპურით და ჩამოვედით საჩხერეზე” – ჭიჭინაძე გახარიას განცხადებაზე

“გემოვნების დეგრადაციასთან გვაქვს საქმე. დავიწყეთ სინგაპურით და ჩამოვედით საჩხერეზე. შუაში შეკვეთილი მაინც გაეტარებინათ, იქ ცოტა თანამედროვე აუზი არის და შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, საკონცერტო დარბაზიც არის. როდესაც პრემიერ-მინისტრი ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკობს, მე ვფიქრობ, იმ მთავრობის საქმე დიდი ხანია დამთავრებული უნდა იყოს.”

დავით ჭიჭინაძე – “ტრიბუნას” ლიდერი

“TV პირველი”

აღნიშნული განცხადებით ჭიჭინაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება. სადაც პრემიერი ამბობს, რომ “საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, საქართველო დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია.”

იტვირთბა....