ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მზად არის 2 ჩინური ვაქცინა, რომელიც მასობრივი წარმოებისთვის ნებართვას ელოდება

Reuters-ი წერს, რომ კომპანია China National Biotec Group (CNBG) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოების ნებართვას წლის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო  კომპანიის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, დღეისათვის ვაქცინა ჩინეთის ასობით ათასმა მოქალაქემ გაიკეთა, რათა კოვიდ-19-ის ხელახალი გავრცელების რისკი შემცირდეს.

“ვაქცინაცია იმ პირობებში ტარდებოდა, როდესაც კლინიკური ცდები ჯერ არ დასრულებულა და ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებული არ იყო. ამასთან, ჩინეთის ხელისუფლებას შეუძლია, პირობითი ნებართვა ვადაზე ადრე გასცეს იმ ვაქცინებზე, რომლებიც კლინიკური ცდების სტადიაშია, თუკი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობაა შექმნილი” – წერს სააგაგენტო.

იტვირთბა....