,,ასეთი ერთუჯრედიანები რატომ ხართ? ჩატი გავხსენი და რამდენიმე უცხო პროფილი მთავაზობს სატელიტის ფოტოებს, მათ შორის ფასიანს. მართლა ფიქრობთ რომ მსგავს შეთავაზებას წამოვეგები?! შემიძლია პროკურატურასთან გადაგამისამართოთ!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია