ევროპარლამენტი და ზოგადად დასავლეთი უკვე განიხილავს ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტს და არ არის გამორიცხული რუსეთის მიმართ ახალი სანქციები დაწესდეს. ამის შესახებ თავად რუსულ მედიასაშუალებებში ღიად საუბრობენ ადგილობრივი ექსპერტები.
ტელეკომპანია “დოჟდის” პირდაპირ ეთერში პოლიტოლოგმა ალექსანდრე მოროზოვმა არ გამორიცხა, რომ შედგეს ე.წ. “ნავალნის სია”, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც გარკვეულ კავშირში იყვნენ ნავალნის მოწამვლასთან. პარალელურ რეჟიმში შესაძლოა რუსეთის მიმართ გამოყენებული იყოს ფინანსური სანქციებიც.
შეგახსენებთ, პუტინის ოპონენტი ალექსეი ნავალნი რუსეთში ე.წ. “ნავიჩოკით” მოწამლეს და საბოლოოდ მან გერმანიის კლინიკაში იმკურნალა. ამ ეტაპზე ნავალნი გამოჯანმრთელებულია და ის საკუთარ ტანსაცმელს ითხოვს, რომელიც მოწამვლის დროს ეცვა. პუტინის ოპონენტი ამტკიცებს, რომ ტანსაცმელზე აუცილებლად იქნება საწამლავის კვალი, რაც გაუადვილებს დასავლეთს რუსეთის მიმართ სანქციების მიღება დააჩქაროს.