ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცნობილია საზმაუს დირექტორის შესარჩევ კონკურში მეორე ეტაპზე გადასულთა ვინაობა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურში მეორე ეტაპზე გადასულთა ვინაობა ცნობილია.

მეორე ტურში 8-დან 4 კანდიდატი გადავიდა. ესენი არიან: ალექსანდრე ვახტანგოვი (სამოტივაციო წერილიბიოგრაფია); თინათინ ბერძენიშვილი (სამოტივაციო წერილიბიოგრაფია); ხათუნა ლაგაზიძე (სამოტივაციო წერილიბიოგრაფია); ირმა სოხაძე (სამოტივაციო წერილიბიოგრაფია);

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მათ ხუთშაბათს, 24 სექტემბერს გაიმართება.

ცნობისათვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე კონკურში თავდაპირველად 8 ადამიანი მონაწილეობდა. გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, თამაზ ბიბილური და რევაზი შალიბაშვილი კონკურსს გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 10 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძემ პოსტი დატოვა. მიზეზად მან დაასახელა სურვილი, მოქალაქეებს ეჭვი არ შეეპაროთ არხის მიუკერძოებლობაში.

იტვირთბა....