ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენი ლარის ფარგლებში დაუფინანსდება მოსახლეობას კომუნალური გადასახადები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით მოქალაქეებს ზამთრის 4 თვის განმავლობაში, 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, მთავრობა დაუფინანსებს.

შესაბამისად, 200 კილოვატამდე ელექტროენერგიის დაწვის შემთხვევაში გადასახადელ 36 ლარს სახელმწიფო დაფარავს, რადგან სემეკის დადგენილებით, ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულება 100 კილოვატამდე 14.23 თეთრია, ხოლო 101-300 კილოვატ საათამდე – 18.21 თეთრი.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სემეკის დადგენილებით, ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება დიფერენცირებულია რეგიონისა და ქალაქების მიხედვით, ასევე განსხვავება 2018 წლამდე რეგისტრირებულ აბონენტებისა და 2008 წლის შემდეგ რეგისტირებულებისთვის.

სამომხმარებლო ტარიფი 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული აბონენტებისთვის

1 კუბამეტრი 44.43 თეთრი ღირს, ანუ ბიუჯეტიდან 88- ლარამდე მოსული დავალიანება დაიფარება.

2008 წლის 1 აგვისტოდან არსებული აბონენტებისთვის ტარიფი –

54.7 -ია, შესაბამისად მათ 111 ლარამდე დავალიანება გადაეფარებათ

იტვირთბა....